კანცელარია – უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს უნივერსიტეტში შემოსული და გასული დოკუმენტაციის მართვა-რეგისტრაციას, ნომენკლატურულ დანაწილებას, მიმოქცევას, შენახვას და შესაბამისი ბაზების შექმნას.
კანცელარიის ამოცანები
ა) დოკუმენტებზე მუშაობის ფორმირებისა და მეთოდების სრულყოფა, საქმისწარმოების ერთიანი წესების, სახელმწიფო სტანდარტებისა და სხვა მოქმედი ნორმატივების შესაბამისად
დოკუმენტირების, დოკუმენტებზე მუშაობის ორგანიზების, საინფორმაციო-საძიებო სისტემების,შესრულების კონტროლისა და ქვედანაყოფებში დოკუმენტებზე მუშაობის წესის დაცვისზედამხედველობა, ქაღალდური დოკუმენტბრუნვის შემცირება, დოკუმენტების ფორმებისუნიფიკაცია და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება;
ბ) უნივერსიტეტში საქმისწარმოების საკითხებზე დოკუმენტების შემუშავება;
გ) საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით დოკუმენტების მართვის ერთიანი სისტემების დანერგვა და სრულყოფა;
დ) საქმისწარმოებასთან დაკავშირებული ტრენინგების პროგრამების შემუშავება და რეალიზება;
ე) არქივის საქმიანობის წარმართვა;
ვ) არქივისათვის მიკუთვნებული დოკუმენტების გადაცემის, დაცვის, ცენტრალიზებული აღრიცხვის,აღწერის სრულყოფისა და გამოყენების უზრუნველყოფა;
ზ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების – დიპლომების დამზადება, აღრიცხვა და გაცემა.
კანცელარიის უფროსის მ/შ: დალი ცქიტიშვილი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
E კორპუსი
✉ info@iliauni.edu.ge
☏ (+995 32) 222 00 09 (100)