მატერიალური რესურსების მართვის სამსახური უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულია, რომელიც ექვემდებარება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს. უზრუნველყოფს სასწავლო და სამეცნირო ინფრასტრუქტურის ყოველდღიურ გამართულ ფუნქციონირებას, უნივერსიტეტის სივრცეების ტექნიკურ გამართულობას, მატერიალური რესურსების მართვას და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და მარაგების ეფექტურ გამოყენებას.
მატერიალური რესურსების მართვის სამსახურის ფუნქციებია:
- მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღრიცხვა და ინვენტარიზაცია
- უნივერსიტეტის დალაგება-დასუფთავებისა და ჰიგიენური ნორმების უზრუნველყოფა
- შენობების ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი
- კომუნალური მომსახურების ადმინისტრირება
- სივრცეების ორგანიზება, მოწყობა და ლოგისტიკური მხარდაჭერა
- ავტოპარკის გამართულობის უზრუნველყოფა და მძღოლების მართვა
- ღონისძიებების ტექნიკურ-ლოგისტიკური მხარდაჭერა
- დამლაგებლებისა და დამხმარე პერსონალის კოორდინაცია
სამსახურის ხელმძღვანელი: დიმიტრი გორგაძე

