საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განივთარების სამსახური
საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულია, რომელიც ექვემდებარება და ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინაშე.
სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
- უნივერსიტეტის შენობა–ნაგებობების და დანადგარების გეგმიური მოვლა და მომსახურება
- კაპიტალური სარემონტო და სამშენებლოს სამუშაოების/პროექტების დადგენილი წესით დაგეგმვა, ზედამხედველობა და ჩაბარება
- მცირე მოცულობის სარემონტო/მოვლა–შენახვის და კაპიტალური სამუშაოების წარმოება,
- სამშენებლო–სარემონტო სამუშაოების დაგეგმვის და წარმოების წესის თანახმად
- კონტრაქტორების ტექნიკური ზედამხედველობა ინფრასტრუქტურული და მოვლა–შენახვის სამუშაოების შესრულების პროცესში
- ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებული გეგმური და აუცილებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვიდან გამომდინარე საჭირო თანხის ბიუჯეტირება
- სხვადასხვა კონტრაქტორებთან და უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებთან
- თანამშრომლობა ხარჯთაღრიცხვის, კაპიტალური (სამშენებლო) და არქიტექტურული პროექტების მომზადების, განახლების და შემოწმების მიზნით, ისევე როგორც საპროექტო და არქიტექტურული სამუშაოების და შესრულებული სამუშაოების მოცულობის/ხარისხის შესაბამისობის დადგენის მიზნით;
- სამშენებლო–სარემონტო სამუშაოებისათვის შესყიდული მასალების (მარაგები, სანტექნიკა, სამღებრო სამუშაოს მასალა, ელექტროობა, ლამინატი და სხვა) საწყობიდან გაწერის და ჩამოწერის პროცესის ორგანიზება და უზრუნველყოფა.
სამსახურის ხელმძღვანელი: გიორგი მამუჩაშვილი

