მომსახურების განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები:
- ბიბლიოთეკის ეფექტური და მომხმარებელზე ორიენტირებული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- ბიბლიოთეკის სივრცეებისა და რესურსების მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და კომფორტული გამოყენების უზრუნველყოფა;
- სამკითხველო დარბაზების, საცავების, ასლის გადაღების პუნქტების, კომპიუტერული რესურსცენტრებისა და წიგნის რესტავრაციის სივრცის კოორდინაცია და მართვა;
- საბიბლიოთეკო სერვისების განვითარება და გაუმჯობესება;
- პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
- ღონისძიებების დაგეგმვა და კოორდინირება
განყოფილების ხელმძღვანელი: ქეთევან ბურჯანაძე

