ადამიანური რესურსების მართვის სამსახური

მაია გამეზარდაშვილი

ადამიანური რესურსების მართვის სამსახური

ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულია, რომელიც ექვემდებარება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.

სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

  • უნივერსიტეტში ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავება ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი პრინციპებისა და სტრატეგიების გათვალისწინებით;
  • აკადემიური, მასწავლებელთა, მკვლევართა, ადმინისტრაციული პერსონალის კონკურსის წესით შერჩევასთან დაკავშირებული ყველა პროცედურის განხორციელება სამსახურის უფლებამოსილების ფარგლებში;
  • ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის რეალიზებისთვის საჭირო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებების, სხვადასხვა მარეგულირებელი დოკუმენტების პროექტების მომზადება;
  • უნივერსიტეტის როგორც დამსაქმებლისა და უნივერსიტეტში დასაქმებულ პირთა შრომასთან დაკავშირებული სხვადასხვა კვლევის, ასევე შესრულებული სამუშაოს შეფასების განხორციელება შესაბამისად შერჩეული მეთოდითა და ინსტრუმენტით და მონაცემების ანალიზი.
  • უნივერსიტეტში დასაქმებული პირთა თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავების უზრუნველყოფა;
  • უნივერსიტეტის თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, დასაქმების შესახებ ინფორმაციის დამუშავება;
  • უნივერსიტეტში ახალი პერსონალის ინტეგრაციისა და სოციალიზაციის პროცესის მართვა;
  • უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების ქცევითი და პროფესიული კომპეტენციების განვითარების საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

 

ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი მაია გამეზარდაშვილი.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

(+995 32) 222 00 09 (108;604;606;)
 hroffice@iliauni.edu.ge

ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5

სამუშაო ოთახი E 103

დაქვემდებარებული დეპარტამენტი