სამსახურის ფუნქციები და ამოცანებია:
- უნივერსიტეტის მართვის ორგანოების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების,
ხელშეკრულებების (მათ შორის, მემორანდუმის) პროექტების მომზადება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
- უნივერსიტეტის მართვის ორგანოების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების,
შესაბამისობის უზრუნველყოფა უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან;
- უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების მიერ, მათი კომპეტენციის ფარგლებში, მომზადებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა, ვიზირება;
- თავისი კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული და ფიზიკური პირების განცხადებების განხილვა და მათ განხილვაში მონაწილეობა (რიგ შემთხვევებში სხვა სტრუქტურულ და საგანმანათლებლო ერთეულებთან ერთად);
- რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დავალებით იურიდიული და ფიზიკური პირების განცხადებების განხილვისა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადების მიზნით, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება;
- უნივერსიტეტის ფაკულტეტების/სკოლებისა და კვლევითი სტრუქტურული ერთეულებისათვის სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კონსულტირება და შესაბამისი დახმარების გაწევა, მათთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება;
- სტუდენტთა მიერ ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში დისციპლინური კომისიის ორგანიზების პროცესის უზრუნველყოფა;
- უნივერსიტეტის შიდა რეგულაციების, წესების, დებულებების პროექტების მომზადება.
- საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებითა და მართვის ორგანოების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების შესრულება.
სამსახურის უფროსი: დალი ცქიტიშვილი
საკონტაქტო ინფორმაცია:
☏ (+995 32) 222 00 09 (110)
ქაქუცა ჩოლოყაშვილი 3/5
სამუშაო ოთახი F 204