სამსახურები

ნინო ჟვანია

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური არის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული სტრუქტურული ერთეული, რომლის ამოცანებია: 

ა) უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი პროცესების ხარისხის ამაღლებაზე ორიენტირებული საქმიანობის წარმართვა;

ბ) უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის გარე მექანიზმებთან (ავტორიზაცია და აკრედიტაცია) დაკავშირებული პროცესების ორგანიზება ან/და კოორდინირება;

გ) უმაღლესი განათლების საერთაშორისო სივრცეში უნივერსიტეტის ჩართულობის ხელშეწყობა.

 

სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე და უზრუნველყოფს შემდეგი ფუნქციების შესრულებას: 

ა) უნივერსიტეტის შესაბამის სამსახურებთან, ფაკულტეტებთან/სკოლებთან, დამოუკიდებელ სამეცნიერო – კვლევით ერთეულებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანამშრომლობით, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი პროცესების ხარისხის შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა, მათ შორის – საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების გზით;

ბ) უნივერსიტეტის შესაბამის სამსახურებთან, ფაკულტეტებთან/სკოლებთან, დამოუკიდებელ სამეცნიერო – კვლევით ერთეულებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანამშრომლობით, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშემწყობი საუნივერსიტეტო სერვისების შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა;

გ) სასწავლო და კვლევით პროცესებთან დაკავშირებული საუნივერსიტეტო სტანდარტებისა და მოთხოვნების შემუშავებაში მონაწილეობა;

დ) უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში ჩართული პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;

ე) აკადემიური საბჭოს წინაშე ანგარიშგება საგანმანათლებლო პროგრამების პერიოდული შიდა თვითშეფასების შედეგებთან დაკავშირებით;

ვ) წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე ანგარიშგება შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით;

ზ) ავტორიზაციის და აკრედიტაციის პროცესებში მონაწილეობა, სამსახურის კომპეტენციების ფარგლებში;

თ) საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.

 

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსინინო ჟვანია

შემავალი სამსახურები

დაკავშირებული სამსახურები ვერ მოიძებნა.