ლაბორატორია „უნილაბი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინოვაციური ტექნოლოგიების კიბერლაბორატორია, თანამედროვე პროფესიებით დაინტერესებულ ადამიანებს აერთიანებს. წარმოადგენს სტრატეგიულ რესურსს, რომელიც უნივერსიტეტის აკადემიურ, ადმინისტრაციულ პერსონალსა და სტუდენტებს იდეების გაციფრულებასა და თანამედროვე ციფრულ პროდუქტებად ქცევაში ეხმარება. ლაბორატორიის გუნდი უზრუნველყოფს ისეთი პროდუქტების შექმნას, როგორიცაა სრულფასოვანი ციფრული საკომუნიკაციო კამპანიები, ფუნქციური ვებგვერდები და მრავალფეროვანი ვიზუალური მასალები. ლაბორატორიამ უკვე შექმნა ციფრული პროდუქტები პროექტებისთვის, რომლებიც პროფესორებსა და სტუდენტებს სასწავლო და კვლევით საქმიანობაში ეხმარება, მათ შორისაა: „შექმენი ქართული ტერმინი“, QartNLP, „ონლაინ ილიაუნი“, „მცენარეთა სარკვევი“ და სხვა.
უნილაბი ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს სთავაზობს სასწავლო კურსებსა და პროფესიული აქსელერაციის პროგრამას, რომელიც მათ ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების დაგროვებაში ეხმარება.
კიბერლაბორატორია უნილაბის ხელმძღვანელი: სანდრო ასათიანი

