ილიას უნივერსიტეტის გამომცემლობის რედაქციის განყოფილება უზრუნველყოფს საგამომცემლო პროცესის სარედაქციო ნაწილს.
რედაქციის განყოფილება:
- კრეფს ტექსტს;
- არედაქტირებს ტექსტს სალიტერატურო ენის ნორმების შესაბამისად;
- ასწორებს მორფოლოგიურ, სინტაქსურ, სტილურ, ორთოგრაფიულ და პუნქტუაციურ შეცდომებს;
- საჭიროების შემთხვევაში ნათარგმნ ტექსტს ადარებს დედანს;
- აკეთებს კორექტურას;
- აწესრიგებს ტექსტს ილიას უნივერსიტეტის აკადემიური სტილის მოთხოვნების გათვალისწინებით;
- მომზადებული გამოცემის აკადემიური სტილის უზრუნველსაყოფად თანამშრომლობს დიზაინისა და დაკაბადონების განყოფილებასთან.
განყოფილების უფროსი: ნატალია ვაჩეიშვილი

