რექტორის მოადგილე სწავლების დარგში

გიორგი გვალია

რექტორის მოადგილე სწავლების დარგში

საკონტაქტო ინფორმაცია

🏦 ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, F კორპუსი, სამუშაო ოთახი  F 203
  giorgi_gvalia@iliauni.edu.ge

2021 წლიდან დღემდე გიორგი გვალია იკავებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის პოზიციას სწავლების დარგში. 2000–2004 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალიზაციით. 2007 წელს დაასრულა ამავე უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრატურა. 2013 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებაში. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს როგორც აკადემიურ, ისე საჯარო სამსახურს. 2006–2007 წლებში მუშაობდა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში მკვლევრად, ხოლო 2008–2013 წლებში — საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ანალიტიკურ დეპარტამენტში, მთავარი მრჩევლის პოზიციაზე. 2011 წელს იყო არიზონას უნივერსიტეტის (აშშ) გლობალური პოლიტიკის სკოლის მკვლევარი. 2012–2013 წლებში გახლდათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის მოადგილე, ხოლო 2013–2021 წლებში — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი.

გიორგი გვალია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სრული პროფესორი და ასევე ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელია.

დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულები