საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური

რუსუდან ზურაბაშვილი

საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური

საკონტაქტო ინფორმაცია

🏦 ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, სამუშაო ოთახი E211
(+995 32) 222 00 09 (500,400)

IT სერვისების მხარდაჭერის სამსახური: itsupport@iliauni.edu.ge

სისტემა არგუსის ტექნიკური მხარდაჭერა: argus@iliauni.edu.ge

საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური თანამედროვე უნივერსიტეტის ფუნქციონირების მთავარი საყრდენია. ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება და მათი აქტიური ინტეგრაცია სასწავლო პროცესებში უნივერსიტეტს შესაძლებლობას აძლევს, ადაპტირდეს დინამიურ გარემოში და შეინარჩუნოს კონკურენტუნარიანობა. ჩვენ გვჯერა, რომ ინოვაციური გადაწყვეტილებები არა მხოლოდ აუმჯობესებს უნივერსიტეტის ყოველდღიურ მუშაობას, არამედ ხსნის ახალ შესაძლებლობებს მისი განვითარებისთვის.

ჩვენი სამსახურის მთავარი მიზანია, უზრუნველვყოთ ტექნოლოგიური რესურსების სტაბილურობა, მათი ეფექტიანი გამოყენება და მუდმივი განვითარება საუნივერსიტეტო საზოგადოების ყველა წევრისთვის. ინოვაციებზე ორიენტირებული მუშაობის მეშვეობით ვუწვდით სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და თანამშრომლებს საჭირო ინსტრუმენტებს და ვახალისებთ ტექნოლოგიური რესურსების გამოყენებას ახალი იდეების განხორციელებისთვის.

გარდა ამისა, სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურებთან, რათა სასწავლო და კვლევითი პროცესები იყოს მაქსიმალურად მოქნილი, ხელმისაწვდომი და ინოვაციური. ვქმნით სერვისებს, რომლებიც ამარტივებს როგორც ადმინისტრაციულ პროცესებს, ისე სასწავლო რესურსებზე დისტანციურ წვდომას.

საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის ფუნქციები:

  • ინფორმაციულ-საკომუნიკაციო რესურსების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა უნივერსიტეტის სასწავლო, კვლევით და ადმინისტრაციულ საქმიანობებში;
  • ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიური რესურსების დანერგვა და განვითარება საუნივერსიტეტო საზოგადოების ყველა წევრისთვის, უნივერსიტეტის ინფორმაციული რესურსების ფართო გამოყენების უზრუნველსაყოფად;
  • ელექტრონული რესურსების განვითარება და ინტერაქტიურობის დონის ამაღლება;
  • საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის უნივერსიტეტის ინფორმაციულ რესურსებზე დაშვების შესაძლებლობების გაფართოება როგორც უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, ისე მისი ტერიტორიის გარეთ (დისტანციური საშუალებებით).

 

სამსახურის უფროსი: რუსუდან ზურაბაშვილი

შემავალი სამსახურები

დაკავშირებული სამსახურები ვერ მოიძებნა.