შესყიდვების სამსახური არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისთვის საჭიროებების შესყიდვას საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შესაბამისად
შესყიდვების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
- უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/საჭიროებების შესაბამისად, დაფინანსების წყაროების მიხედვით, შესყიდვების ობიექტების ერთგვაროვნებისა და მონეტარული ზღვრების დადგენა, შესყიდვის საშუალების შერჩევა, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადება და შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის წარდგენა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების წარმართვა;
- კონკეტული შესყყიდვის ობიექტისთვის შესყიდვების წინამოსამზადებელი სამუშაოების უზრუნველყოფა.
- ტენდერის პირობების მომზადება-კოორდინაცია, სატენდერო განცხადებისა და დოკუმენტაციის შედგენა;
- შესყიდვის ელექტრონული საშუალებებით და გამარტივებული შესყიდვით მიმწოდებელ ორგანიზაციასთან შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის დადგენილი წესით ხელშეკრულებების დადება, დადებული ხელშეკრულებების და ამ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული შესრულების/შეუსრულებლობის დოკუმენტაციის წარდგენა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, ასევ აღნიშნული პროცესების მართვა/კონტროლი;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობა სხვადასხვა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ ტენდერში და ყოველ კონკრეტულ შესყიდვის პროცედურაში უნივერსიტეტის ინტერესების დაცვა;
- სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით წამოჭრილ დავებთან მიმართებაში, დავების განხილვის საბჭოში უნივერსიტეტის ინტერესების დაცვა;
- სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების სრულყოფისა და უკეთ წარმართვის მიზნით, შესაბამის სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა.
სამსახურის დებულება- გაილინკება
სამსახურის უფროსი თეიმურაზ მაღრაძე
საკონტაქტო ინფორმაცია
☏ (+995 32) 222 00 09 (111)
✉ purchase@iliauni.edu.ge
ქაქუცა ჩოლოყაშვილის 3/5
სამუშაო ოთახი F 211