სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი

ლევან კვარაცხელია

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის მიზანია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მისიისა და სტრატეგიით გათვალისწინებული მიზნების მხარდაჭერა, სტუდენტთა ჩართულობის, პიროვნული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობით. დეპარტამენტი უზრუნველყოფს სტუდენტთა საუნივერსიტეტო ცხოვრების გამრავალფეროვნებას, მათ აქტიურ ჩართვას საგანმანათლებლო, კულტურულ, სპორტულ და საზოგადოებრივ საქმიანობაში, ასევე სთავაზობს სხვადასხვა სახის მხარდაჭერასა და შესაძლებლობებს.

აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი ასრულებს შემდეგ ფუნქციებსა და აქტივობებს:

  • საუნივერსიტეტო გარემოში სტუდენტთა ადაპტაციისა და ჩართულობის ხელშეწყობა;
  • სტუდენტური კლუბებისა და ინიციატივების მხარდაჭერა;
  • სტუდენტთა კარიერული განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის დასაქმების ფორუმებისა და ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • სეზონური სკოლებისა და საგანმანათლებლო ტურების ორგანიზება;
  • სპორტული და კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
  • საჯარო ლექციებისა და სემინარების ორგანიზება;
  • სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების დროული გადაჭრის უზრუნველყოფა.

დეპარტამენტის საქმიანობა ეფუძნება სტუდენტთა ინტერესების დაცვისა და მათი უნივერსიტეტში ყოფნის გამოცდილების გაუმჯობესების პრინციპს.

დეპარტამენტის უფროსილევან კვარაცხელია

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის დებულება 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, ოთახი F100

032 2 22 00 09 (270)
student_affairs@iliauni.edu.ge 

თანამშრომლები

დაკავშირებული თანამშრომმლები ვერ მოიძებნა.