ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი არის უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეული, რომელიც აერთიანებს მეწარმეობის, ინოვაციების, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებებს. ცენტრის მიზანია ხელი შეუწყოს ინოვაციური იდეების პრაქტიკულ განხორციელებას, ტექნოლოგიური მეწარმეობის კულტურის გაძლიერებას და უნივერსიტეტის საგანმანათლებლო გარემოში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციას. ცენტრი წარმოადგენს ინოვაციურ ეკოსისტემას, რომელიც სტუდენტებს, მკვლევრებსა და დამწყებ მეწარმეებს სთავაზობს რესურსებს, ცოდნასა და პრაქტიკულ მხარდაჭერას საკუთარი იდეების რეალიზებისთვის. მისი საქმიანობა ორიენტირებულია ინოვაციური პროექტების განვითარებაზე, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე და საქართველოს ტექნოლოგიური სტარტაპ გარემოს განვითარებაში წვლილზე.
ცენტრის მხარდაჭერით ბოლო წლებში არაერთმა სტუდენტურმა და სტარტაპ პროექტმა მოიპოვა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დაფინანსება. ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი ხელს უწყობს უნივერსიტეტის მისიის განხორციელებას — ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ჩამოყალიბებას, ახალგაზრდების ინოვაციური პოტენციალის განვითარებასა და ქვეყნის გლობალურ ინოვაციურ ეკოსისტემაში ინტეგრაციას.
ცენტრის ხელმძღვანელი: ავთანდილ მღებრიშვილი

