ბიბლიოთეკა

თეო ყაველაშვილი

ბიბლიოთეკა

🏦 ილია ჭავჭავაძის გამზირი N45, F კორპუსი, სამუშაო ოთახი F 102
☏
(+995 32) 222 00 09 (116)
✉ library@iliauni.edu.ge
➳ www.library.iliauni.edu.ge

ილიაუნის ბიბლიოთეკა – სასწავლო კვლევითი სივრცე – ემსახურება ყველას, განურჩევლად ასაკისა, იურიდიული, სოციალური, კულტურული, რელიგიური, ეთნიკური და მოქალაქეობრივი სტატუსისა. ბიბლიოთეკის მრავალფეროვანი ფონდი მოიცავს სხვადასხვა ენაზე შესრულებულ 2 მილიონამდე მონოგრაფიას, სახელმძღვანელოს, პერიოდულ გამოცემას, ელექტრონულ რესურსს და ა.შ. ბიბლიოთეკა ზრუნავს და პასუხს აგებს არსებული კოლექციების დაცვასა და განვითარებაზე; მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზების გზით, მაქსიმალურად ხელმისაწვდომს და ადვილად გამოყენებადს ხდის საინფორმაციო რესურსებს.

ილიაუნის ბიბლიოთეკა მდიდარია ელექტრონული რესურსების კოლექციით. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ მსოფლიოში ცნობილ აკადემიურ ბაზებს, ასევე – ინდექსებისა და აბსტრაქტების ბაზებს, ელექტრონულ ბიბლიოთეკებსა და სხვა აკადემიურ ინსტრუმენტებს, რომელთა საშუალებითაც უზრუნველვყოფთ მაღალი დონის კვლევის ჩატარებას და ხარისხიანი სწავლების განხორციელებას.

 

ბიბლიოთეკის დირექტორი: თეონა ყაველაშვილი

 

საბიბლიოთეკო განყოფილება

საბიბლიოთეკო განყოფილება