ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელისადმი დაქვემდებარებული ადმინისტრაციული სამსახურია.
გამომცემლობის მიზანია, ხელი შეუწყოს უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო და კვლევითი პროცესების წარმართვას, რისთვისაც:
- გამოსცემს უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების შედეგებს;
- გამოსცემს უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელოებს;
- თარგმნის და გამოსცემს ამა თუ იმ დარგის საუკეთესო უცხოურ სახელმძღვანელოებსა და სამეცნიერო ლიტერატურას;
- უზრუნველყოფს სასწავლო პროცესს სასწავლო მასალებით (რიდერებით, ტესტებით, კითხვარებით და ა. შ.);
- ბეჭდავს უნივერსიტეტის საპრეზენტაციო და სარეკლამო პროდუქციას.
სამსახურის უფროსი: გრიგოლ კეკელია

