ნინო დობორჯგინიძე
ლინგვისტიკის დოქტორმა (1988) ნინო დობორჯგინიძემ 1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1996- 2000 წლებში იგი იყო „ეკდსა“ და „კაადის“ ფონდების სტიპენდიატი გიოტინგენის მეცნიერებათა აკადემიაში (პატრისტიკის კვლევების ინსტიტუტში); 2000-დან 2001 წლამდე ფლობდა ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის საერთაშორისო სტიპენდიას და 2002- 2003 წლებში – ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის გეორგ ფორსტერის სტიპენდიას გიოტინგენის მეცნიერებათა აკადემიაში გერმანულ ენაზე მონოგრაფიის დასაწერად 2006 წელს და 2008-2012 წლებში იგი გიოტინგენის მეცნიერებათა აკადემიისა და ჰუმბოლდტის ფონდის ერთობლივ სტიპენდიებს ფლობდა. სხვადასხვა დროს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის რამდენიმე უნივერსიტეტში და პროპაგანდა ფიდეს ისტორიულ არქივში, იტალიაში.