რექტორის აპარატი უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულია, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება რექტორს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
ძირითადი ფუნქციები:
- ხელი შეუწყოს რექტორს უფლებამოსილების განხორციელებაში;
- უზრუნველყოს ეფექტური კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა რექტორსა და უნივერსიტეტის საგანმანათლებლო/კვლევითსა და ადმინისტრაციულ სტრუქტურულ ერთეულებს შორის;
- უზრუნველყოს საქმიანი კორესპონდენციის მართვა;
- უზრუნველყოს რექტორის ინიციატივების ადმინისტრაციული და საორგანიზაციო მხარდაჭერა/განხორციელება;
- შეასრულოს რექტორის მიმდინარე დავალებები და სხვა ფუნქციები კომპეტენციის ფარგლებში.
ხელმძღვანელი: თამარ ქუმსიაშვილი

